fbpx
Hereti FM

საგარეჯოსა და ყვარლის მერიაში ახალი მანქანები იყიდეს

315
Share Button

საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ავტომობილი იყიდეს, ხოლო სიღნაღში უახლოეს მომავალში ორის შეძენას აპირებენ.

ავტომობილების ჯამური ღირებულება 170 ათას ლარამდეა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ არსებული ავტომობილები სიძველის გამო კანონით გათვალისწინებულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიდნენ, ამიტომ ახლების ყიდვა გადაწყვიტეს. ახალი ავტომობილების შეძენის სხვა მიზეზებსაც ასახელებენ, თუმცა ეს არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის.

საგარეჯოს მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ მათ ახალი ავტომობილების შეძენის საშუალება არ აქვთ, რის გამოც ძველი მანქანები უნდა გააჩერონ, რადგან ტექნიკური ინსპექტირება ვერც მათ გაიარეს.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს👇

სიღნაღი/ფოტო რადიო ჰერეთი
ყვარელი/ფოტო რადიო ჰერეთი
ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი