Hereti FM

ევაკუაცია შოტლანდიაში ბომბის აღმოჩენის გამო

46
Share Button

გლაზგოს უნივერსიტეტსა და შოტლანდიის სამეფო ბანკში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. საეჭვო პაკეტების აღმოჩენის შემდეგ შენობებიდან ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ტერიტორია შეამოწმეს. სკოტლენდ იარდის წარმომადგენლების ცნობით, მოგვიანებით ბომბი გამნაღმველებმა გააუვნებელჰყვეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება ახლა იმის დადგენას ცდილობს, არის თუ არა კავშირში ეს შემთხვევები მანამდე მომხდარ ინციდენტთან. კერძოდ, 5 მარტს, პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰითროუს აეროპორტსა და ვატერლოოს რკინიგზის სადგურზეც აღმოაჩინა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი