კრიმინალიმნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები
პედოფილიისთვის ძებნილი ამერიკელი თბილისში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ძებნილი პირი თბილისში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ის 2018 წლიდან იძებნებოდა. როგორც შსს აცხადებს 1973 წელს აშშ-ში დაბადებული პირი თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
დაკავებულს ბრალი 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება.
ახლა დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.