მელიქიშვილზე გზა ჩაინგრა, წყნეთის ქუჩაზე კი ევაკუაცია დაიწყო

თბილისში მელიქიშვილის გამზირზე 18 ნომერთან მოულოდნელად გზა ჩაინგრა. სოციალურ ქსელში ჩანგრეული გზის ამსახველი ფოტოები ვრცელდება.
გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ამ დღეებში მაქსიმალურად მიადვნებენ თვალ ყურს ამ მოვლენებს, რომლებიც კავშირშია ვერის ხეობის მეწყერთან.
მინისტრის განცხადებით, ასეთი მოვლენები დღეს და ხვალ საშიში არ არის. თუმცა ამ წუთებით საინფორმაციო სააგენტები ავრცელებენ ცნობებს, იმის შესახებ, რომ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების დატოვება რამდენიმე წუთის წინ მოსთხოვეს, თუმცა აღნიშნულის მიზეზი უცნობია.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9704″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1434312978686″]