მნიშვნელოვანი

აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე – შალვა ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ქალაქის ქუჩებში, ბოძებზე დარჭობილი დამტვრეული ავტომობილების შესახებ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, აქციის მიზანია, საზოგადოება ავტომობილით ფრთხილად გადაადგილების მნიშვნელობაზე დააფიქროს.

,,დედაქალაქში გამოჩნდა დამტვრეული ავტომობილების სტენდები, რომელიც გამოსაჩენ ადგილზეა დამონტაჟებული.
აქციის მიზანია-კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე(სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუჯდეთ საჭეს ნასვამები, არ ვიმესიჯოთ მობიკურზე და ა.შ.) და გაგვაფრთხილოს რომ ჩვენი ავტომობილი არ შემოდონ მაგ სტენდზე. მსოფლიო და ევროპული გამოცდილებაა.
ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა”, – წელს შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button