მსოფლიოსიახლეები

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ ქნესეთში 36 მანდატი მიიღო

ისრაელის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ხმების 100 პროცენტი დათვალა და საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ქნესეთში 36 მანდატს მიიღებს.

ხოლო მისი კონკურენტის, გენერალ ბენი განცის ოპოზიციური ბლოკი „კახოლ-ლავანი“, ისრაელის პარლამენტში 35 მანდატით შევა.

ქნესეთის წევრთა რაოდენობა 120 პარლამენტარია.
ულტრარელიგიური პარტიების შედეგებიდან გამომდინარე, კოალიციური მთავრობას პარლამენტში ჯამში 65 მანდატი ექნება. 

არსებული გამოცდილებით, პრეზიდენი პრემიერობის კანდიდატად იმ ლიდერს ასახელებს, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი აქვს. ამ შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუ მეხუთედ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და მას 42 დღე ექნება მთავრობის ფორმირებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button