მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტიდან გადააყენეს

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე დირექტორის პოსტიდან გადააყენა. ტელევიზიის გენერალური დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს მხარი ოთხმა მრჩეველმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.
დირექტორის იმპიჩმენტს მხარი საბჭოს ოთხმა წევრმა: ნატა იმედაიშვილმა, გიორგი ირემაძემ, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ დაუჭირა.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორად 2016 წელს დაინიშნა. მას ვადის ამოწურვამდე, ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.

კაპანაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბორდის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button