ინდირა ზარანდია და მარიამ ქუთელია გარდაცვლილები იპოვნეს
13 ადამიანი გარდაცვლილია – ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2″ავრცელებს.
“3 ადამიანის ამოცნობა ჯერჯერობთ ვერ ხერხდება. გარდაცვლილთა შორისაა დაკარგული დებიდენ ერთ-ერთი ინდირა ზარანდია, დილით ასევე ცნობილი გახდა რომ აღმოჩენილია გურამ პეტრიაშვილის გვამიც. ასევე ნუგზარ ბუაძე, მარიამ ქუთელია, ეკიზაროვების 4 წევვრიანი ოჯახი, ზოოპარკის მომვლელი გულიკო ჭიტაძე და მისი მეუღლე”- იუწყება ტელეკომპანია.
ოფიციალური მონაცემები ჯერ-ჯერობით არ გაუსაჯაროვებიათ არცერთ სახელმწიფო უწყებას.
დღეს დილით, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა 20 ადამიანი, თუმცა 10 მათგანი ოჯახებს დაუბრუნდა. იძებნება მხოლოდ 1 მაშველი. ამ დროის მონაცემებით, სულ დაკარგულთა შორის ითვლება 9 ადამიანი.