მნიშვნელოვანისაქართველო

დღეს წითელი პარასკევი აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეს – წითელ პარასკევს აღნიშნავს. ამ დღეს, მორწმუნეები იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებენ.

საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდამოხსნის წესს  შეასრულებს. მსახურება სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება.

ტრადიციულად, დიდ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება,
მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარებას წაიკითხავენ.

დღევანდელ დღეს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად, პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. სახარების თანახმად, უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button