კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში დაჭრილი პოლიციელი მკურნალობას სახლში გააგრძელებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დაჭრილი პოლიციელი სახლში გაწერეს. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეუძლია მკურნალობა სახლში გააგრძელოს.

” ხელის მტევანზე აქვს ნაკვეთი ჭრიობა მიყენებული. ყველა საჭირო დახმარება აღმოვუჩინეთ და კვლევებიც ჩავუტარეთ. უკვე შეუძლია სახლში იყოს და მკურნალობა ბინაზე გააგრძელოს- განაცხადა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკის მენეჯერმა, ნუკრი ყარალაშვილმა.

პოლიციელეზე თავდამსხმელი, 40 წლის ქამილ ნამაზოვი დაკავებულია.

შემთხვევა სოფელ კაბალში, გუშინ 18 აპრილს მოხდა. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, გამოძახებულ პოლიციას ნამაზოვმა წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციელი ცივი იარაღით ხელში დაჭრა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სიახლის სამართლის კოსექსის 353- ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button