შვეიცარიაში “FIFA”-ს ჩინოვნიკების დაპატიმრების ახალი სერია დაიწყო

ამ დღეებში შვეიცარიის ქალაქ ციურიხში “FIFA”-ს აღმასკომი მიმდინარეობს და ქვეყნის პოლიციაც თავისი ფეხით ჩასული ამ ორგანიზაციის ჩინოვნიკების დაპატიმრების ახალ სერიას იწყებს.
New York Times-ის ცნობით, 10-ზე მეტ ადამიანს დააპატიმრებენ და მათი უმრავლესობა კონმებოლისა და კონკაკაფის წარმომადგენელი იქნება. დაკავებები აშშ-ს მთავრობის მიერაა ინიციირებული და საქმე რა თქმა უნდა კორუფციულ სკანდალს ეხება.
2015 წლის მაისის მოვლენების მსგავსად, დაჭერები იმავე სასტუმროში მიმდინარეობს – Baur au Lac-ში. პოლიციის წარმომადგენლები შენობაში გამთენიისას, 6 საათზე შევიდნენ. საგანგებო მდგომარეობის გამო, ფოიეში მყოფ ადამიანებს შენობა დაატოვებინეს.