დათვის მიერ დიკაპრიოს გაუპატიურება კინოსტუდიამ უარყო [Photo/video]

კინოსტუდია 20th Century Fox-მა ჭორები იმის შესახებ, რომ სიუჟეტის მიხედვით ფილმ “გადარჩენილში” ლეონარდო დიკაპრიოს მიერ განსახიერებული გმირი დათვმა გააუპატიურა. კომპანიაში განმარტეს, რომ სურათში ექშნ-სცენა ჩართული მართლაც არის, როდესაც მხეცი გმირს თავს ესხმის, მაგრამ გაუპატიურება საეთოდ არ იგულისხმებოდა, – გადმოსცემს The Daily Mail.

ჭორები ინტერნეტში გამოცემა Drudge Report-ის სტატიის შემდეგ გავრცელდა.

“გადარჩენისა და შურისძიების ისტორიამ ახალ დონეს მიაღწია. ის გააუპატიურეს! ორჯერ!”, – დაწერა ჩანაწერის ავტორმა.

როგორც კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ, ცხოველი, რომელიც ფილმშია ნაჩვენები, მდედრია და თავის ნაშიერებს იცავს.

თვითონ დიკაპრიომ განაცხადა, რომ სცენა დათვთან ერთად მის კარიერაში ყველაზე რთული ეპიზოდი იყო.

ფილმის სიუჟეტი ამერიკელი მკვლევარის ბიოგრაფიაზეა აგებული, რომელმაც ექსპედიციის დროს სიკვდილს რამდენჯერმე გადაურჩა.

სურათის რეჟისორი ალეჰანდრო გონსალეს ინიარიტუა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24406″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button