“არ გამოიყენოთ სასმელი წყალი ადუღების გარეშე”
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” თბილისში სტიქიური მოვლენების განვითარების გამო, საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს
თბილისის მაცხოვრებლებს დაავადებათა რისკის შემცირების მიზნით, არ გამოიყენოს სასმელი წყალი ადუღების გარეშე. “გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის მომცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები; წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული” – ნათქვამია ცენტრის ოფიციალურ გვერდზე
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, “Georgian Water and Power ” -მა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ თბილისი მარაგდება მდინარე “არაგვიდან” და სასმელი წყალი საშიში არ არის. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყალი თბილისში სუფთაა.- ნათქვამია კომპანიის დღევანდელ განცხადებაშიც.