“დურუჯის ხეობაში მეწყერთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს”

“ყვარლის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივების ინფორმაციით მდინარე დურუჯის მარცხენა ნაპირზე ადგილი ქონდა მეწყრულ პროცესებს, თუმცა მდინარის გადაკეტვა არ დაფიქსირებულა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ვეტმფრენით შევიდა ხეობაში და ამ ეტაპზე რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს.” – აცხადებენ სამინისტროში.

გარემოსა დაცვის სამინისტრო ყვარლის დღევანდელ, 15 ივნისის ფოტოებს ავრცელებს.

შეგახსენებთ,  რადიო “ჰერეთს” ყვარლის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა განუცხადა, რომ ახლა გეგმას ამზადებენ, თუ როგორ იმოქმედონ სტიქიის გაძლიერების შემთხვევაში.გამგებლის თქმით, “ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა გატარდეს, თუმცა სამუშაოების დაწყება დღესვე არ იგეგმება”.მზექალაშვილი ამბობს, რომ “თუ წვიმა მოვა ყვარელში ჩამოწოლილი მეწყერი საშიში გახდება”.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9885″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1434384594468″]

მსგავსი პოსტები

Back to top button