ზარანდიების დედის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია არასწორია
ინფორმაცია, რომ თითქოს დები ზარანდიების დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა არასწორია. – ამის შესახებ რადიო ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
“დები ზარანდიების დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”- ინფორმაციას საინფორაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” ავრცელებს.
რადიოსადგურ “საქართველოს ხმის” კორესპონდენტი ინდირა ზარანდია, სამაშველო სამსახურებმა მზიურის ტერიტორიაზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. კვლავ გრძელდება ლიზა ზარანდიას და მათი მეგობარის სერგო კაპანაძის ძებნა.
13 ივნისს, 22 და 25 წლის დები, თავისუფლების მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ წავიდნენ, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგებოდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9896″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1434387743420″]