მსოფლიოსიახლეები

ინდოეთში აფეთქებას უსაფრთხოების ძალების 16 წევრი ემსხვერპლა

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში მომხდარი აფეთქების შედეგად უსაფრთხოების ძალების 16 წევრი დაიღუპა. გზის პირას დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც მაგისტრალზე უსაფრთხოების ძალების სატვირთო მანქანა გადიოდა. გამოცემა „თაიმს ოფ ინდიას” ცნობით, აფეთქება მაოისტების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე მანქანა და სამშენებლო ტექნიკა დაწყვეს, რომელიც ავტომაგისტრალის მშენებლობაში ჩართულ კომპანიას ეკუთვნოდა.

მაოისტები ინდოეთის რამდენიმე შტატში 1960-იანი წლებიდან მოქმედებენ და ძირითადად, თავდასხმებს აწყობენ პოლიციელებსა და სამხედრო პირებზე. ამბოხებულების მტკიცებით, ისინი ღარიბთა უფლებებისათვის იბრძვიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button