fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სილვიო ბერლუსკონს ოპერაცია ჩაუტარდა

191
Share Button

იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრსა და ბიზნესმენს, სილვიო ბერლუსკონს მილანის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია აღენიშნებოდა, რის გამოც, საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს.

82 წლის ბერლუსკონმა გასულ წელს გულის ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც, ფორმაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შედეგად ჩადგა. ბერლუსკონი იტალიის პრემიერის პოსტს 3 ვადით იკავებდა. ის იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ
Forbes-ის მიხედვით, 2018 წელს მისი ქონება 6,8 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი