მსოფლიოსიახლეები

ხუან გუაიდო საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

BBC-ის ცნობით, ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ლიდერის თქმით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოსვლები უნდა გააქტიურდეს.

წინააღმდეგობის ახალი ტალღა გუაიდომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. დედქალაქ კარაკასში 30 აპრილს მომხდარი არეულობისას 109 ადამიანი დაშავდა, გუშინდელ აქციაზე კი, ეროვნულმა გვარდიამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად, ერთი მომიტინგე გარდაიცვალა, რაც გუაიდომაც დაადასტურა Twitter-ის საშუალებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button