fbpx
Hereti FM

პანკისში ჰესის მშენებელი ტრაქტორი ადიდებულ ალაზანს მიაქვს

290
Share Button

პანკისში, სოფელ ძიბახევში ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი ადიდებულ მდირე ალაზანს მიაქვს. შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სწორედ ამ ტრაქტორს წაუკიდეს ცეცხლი ადგილობრივებმა, 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირებისას.

ტრაქტორი კომპანია „ალაზანი ენერჯის“ ეკუთვნის, რომელიც პანკისში, „ხადორი 3 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს იწყებდა, თუმცა ადგილობრივებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი