მსოფლიოსიახლეები

ვენესუელელმა გენერალმა შეიარაღებულ ძალებს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდა

ვენესუელის საჰაერო ძალების გენერალმა რემონ რენჯელმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, რენჯელმა განაცხადა, რომ ვენესუელის მთავრობა  მისი მთავარი მოკავშირის, კუბის კომუნისტური დიქტატურისგან იმართება.

რემონ რენჯელი გასულ თვეს კოლუმბიაში გაიქცა. სხვა სამხედროებისგან განსხვავებით, მას ვიდეომიმართვაში მხარდაჭერა ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს მიმართ არ გამოუხატავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button