15 დაღუპული და 7 დაკარგული – საბჭო ახალი ინფორმაცია [Audio]

სტიქიის დროს დაკარგულ 7 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ თბილისში – ოფიციალური ინფორმაცია დაკარგულებისა და დაღუპულების შესახებ საგანგებო სხდომაზე მინდია ჯანელიძემ გაახმაურა.

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაკარგული მოქალაქეების მოსაძებნად. რაც შეეხება დაშავებულებს ჯანელიძე ამბობს, რომ მათი რიცხვი სამედიცინო დაწესებულებებში შემცირდა და ისინი სახლში გაწერეს.

“აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებთ გვაქვს რამდენიმე ლოკაცია. გამოყოფილია თითოეულ ლოკაციაზე ხელმძღვანელი პირი. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა წერტილზე. ზოოპარკში ასევე იმყოფებიან მაშველები. სვანიძის ქუჩაზე მერიისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. ყიფშიძის ქუჩაზე მუშაობენ მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები,”- განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ წყნეთი-ახალდების მონაკვეთზე გადაადგილება დღის მეორე ნახევარში აღდგება. სრული რებილიტაციისათვის კი 10 დღე იქნება საჭირო.

მინდია ჯანელიძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button