რეგიონი

აბაშის ახალმოწვეული საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

აბაშის ახალმოწვეული საკრებულოს თავმჯდომარე ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია რადიო თბილისს საკრებულოს აპარატის უფროსმა გოჩა ხურცილავამ დაუდასტურა.

მისი თქმით,საკრებულომ ცნობად მიიღო მაკალათიას განცხადება საკრებულოს წევრის მანდატის ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

მოვალეობას ახალი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, მაკალათიას მოადგილე შეასრულებს.

ცნობისთვის,ლევან მაკალათია 2017-2021 წლებში აბაშის მერის თანამდებობას იკავებდა.

რადიო თბილისის რეგიონული კორესპოდენტი სამეგრელოში თეა შონიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button