რეგიონი

აბაშის მუნიციპალიტეტში 42 წლის, გიორგი კიკაბაძეს ეძებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში 42 წლის, გიორგი კიკაბაძეს ეძებენ.

დაკარგულის ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ ის ბოლოს გუშინ, აბაშაში ნახეს და მას შემდეგ კვალი იკარგება.

“პოლიციას უკვე მივმართეთ. სად შეიძლებოდა წასულიყო, არანაირი ვერსია არ გვაქვს”,-აცხადებს დაკარგულის ახლობელი.

არსებული ინფორმაციით,მამაკაცი ბენზინგასამართ “სოკარის” თანამშრომელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button