მნიშვნელოვანისიახლეები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

პოლონეთში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
ინფორმაციას, საქართველოდან ჩასული სამი მამაკაცის დაკავებაზე, პოლონური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული დაჯგუფების წევრები ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს დაესხნენ თავს, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს.

თავდამსხმელები, ყალბი რუმინული პასპორტებით ნაქირავები მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.
მამაკაცები, 37, 40 და 46 წლის ასაკის არიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button