აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ.

მათ უკვე ჩააბარეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button