ამირან პაპინაშვილმა ოქრო მოიპოვა
აბუ-დაბიში დაწყებულ ძიუდოისტთა “დიდ სლემზე”, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ამირან პაპინაშვილმა, რომელმაც ფინალში მონღოლი ცოგთბაათარ ცენდოჩირი ვაზარ-იუკოთი დაამარცხა.
ტურნირზე პაპინაშვილმა ჯერ ჩეხ პაველ პეტრიკოვსა და ესპანელ ფრანსისკო გარიგოს აჯობა, მეოთხედფინალში კი სომეხი ჰოვანეს დავთიანი შებოჭა და ფინალის საგზურისთვის თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი, იგივე ბექირ ოზლუ იპონზე დააგდო.