აჭარაში 104 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

104 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს სამართართალდამცვეებმა აჭარაში.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 33 წლის ბრალდებული სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, მან დანაშაული აღიარა.