ადამიანი კენგურუს წინააღმდეგ [Video]
ინტერნეტში დიდ პოპულარობას იხვეჭს ვიდეო, სადაც ასახულია მამაკაცის მიერ ველური კენგურუს გალახვის სცენა. რგოლმა უკვე 4 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ინფორმაციას The Huffington Post-ი ავრცელებს.
ვიდეოკადრები ცხოველთა სამყაროში მომხდარ ყველაზე უცნაურ ამბავს ასახავს. ადამიანებმა მანქანიდან შენიშნეს, რომ ველურმა კენგურუმ ძაღლი დაიჭირა და მის დახრჩობას აპირებს. ცხოველებთან ახალგაზრდა მამაკაცმა მიირბინა და მათი გაშველება სცადა. ადამიანის დანახვისას კენგურუ შეცბა, რამაც ძაღლს მისგან დახსნის საშუალება მისცა. ამის შემდეგ ჩანთოსანმა ცხოველმა ადამიანის მიმართულებით რამდენიმე დამაშინებელი ნახტომო გააკეთა, მაგრამ მამაკაცისგან დინგში მუშტი მიიღო. როგორც კადრებზე ჩანს, კენგურუ მოულოდნელი დარტყმისგან ძალიან გაოგნდა და შემდეგ კუდამოძუებული გაიქცა.
ვიდეო ერთ-ერთმა ამერიკელმა მომხმარებელმა საკუთარ Facebook-გვერდზე განათავსა და დაწერა, რომ გულადი მამაკაცი მისი მეგობარია, ხოლო ინციდენტი ავსტრალიაში ნადირობის დროს მოხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძაღლი არ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ კენგურუ ძლიერი, კარგად განვითარებული მუსკულატურით გამოირჩევა და ადამიანისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს.