Ford-ი „ამინდის ფაბრიკას“ აშენებს [Video]
კომპანია Ford-ი გერმანიაში, კიოლნის გარეუბანში ახალი ავტომობილების გამოსაცდელად სამეცნიერო ცენტრს აშენებს. ცენრტის ბაზაზე უკვე ფუნქციონირებს ე.წ. „ამინდის ფაბრიკა“ – სისტემა, რომელსაც შეუძლია გარემოს ნებისმიერი პირობების იმიტაცია, მხურვალე სიცხით დაწყებული, ექსტრემალური სიცივითა და ბარდნით დამთავრებული.
სამეცნიერო ცენტრის საერთო ფართობი 5500 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო მისი სრული დატვირთვით ამუშავება 2017 წელს იგეგმება.
ქარხნის ტერიტორიაზე 2 აეროდინამიკური მილი და 4 კლიმატური კამერაა განლაგებული. თითოეულ მათგანში შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურის იმიტაცია ცელსიუსით -40 გრადუსიდან +55 გრადუსამდე, ხოლო ჰაერის ტენიანობისა — 0-დან 95%-მდე. ასევე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ხელოვნური წვიმის, თოვლისა და სეტყვის შემქმნელი დანადგარები.
სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე იგეგმება ავტომობილების ელექტრონული გამწეობის, მუხრუჭების, კლიმატკონტროლის, კუზაოს გამძლეობის, გათბობის სისტემისა და სხვა პარამეტრების ტესტირება.