ოქროს ზოდების გადმოტანის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2016 წლის 5 დეკემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, “წითელი ხიდის” გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ “TOYOTA PRADO”-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ზოდები. ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით” – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button