აშშ-ში ყველაზე ხანდაზმული სტიუარდესა მუშაობს [Video]

80 წლის ბეტ ნეში 60 წლის მანძილზე კომპანია American Airlines-ში ბორტგამცილებლად მუშაობს.

როგორც ტელეარხი CNN-ი აღნიშნავს, ქალბატონი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზნულ სტიუარდესად ითვლება.
ნეშის თქმით, იგი ბორტგამცილებლობაზე მოზარდობის პერიოდიდან ოცნებობდა. მან 1957 წლის 4 ნოემბერს ამჟამად გაუქმებულ ავიაკომპანია Eastern Airlines-ში სტიუარდესად დაიწყო მუშაობა.
ქალბატონი იხსენებს, რომ ადრე საჰაერო მიგზაურობა ბევრად უფრო მდიდრული იყო, მგზავრებს სრულფასოვანი კერძებით უმასპინძლდებოდნენ, ამიტომ სტიუარდესებს სალონში მძიმე ლანგრების ტარება უწევდათ.
ნეში აღნიშნავს, რომ ამჟამად სამოქალაქო ავიაციაში მუშაობა პროცესების ავტომატიზაციის წყალობით ძალიან გაიოლებულია. მაგალითად ადრე ინფორმაცია რეისების შესახებ დაფაზე ცარცით იწერებოდა.
ამჟამად ბორტამცილებლები მგზავრებსაც ემსახურებიან და მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლებიც არიან. სტიუარდესები, როგორც მინიმუმ, ორ უცხო ენას უნდა ფლობდნენ და სამსახურში მოსაწყობად სპეციალური კურსები გაიარონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button