ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა

“ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა,
დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაყავთ”, -ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია და გარდაცვლილების გამოსვენება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის მიზეზები უცნობია.