კახეთში სეტყვის რადარები 20 წუთის დაგვიანებით ამუშავდა

კომპანია “დელტაში” ამბობენ, რომ დღეს კახეთის რეგიონში სეტყვის რადარები ამუშავდა და ღრუბლების გასაფანტად პირველი გასროლა მოხდა, თუმცა 20 წუთიანი დაგვიანებით.

კომპანიაში ამის მიზეზებს განმარტავენ:

“15:20 სთ-ზე, “დელტა”-ში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში სწრაფი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სეტყვის ღრუბლები დააფიქსირა. სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავება გასროლებით მოხდა პირველივე შესაძლებლობისთანავე.
არსებული წესების მიხედვით, გასროლამდე „დელტამ“ სპეციალური ნებართვა მოითხოვა „საქაერონავიგაციისგან“, თუმცა, იმ მომენტისთვის, საჰაერო სივრცეში სამგზავრო თვითმფრინავების არსებობის გამო, სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 20 წუთის განმავლობაში სროლების ნებართვა გაიცა 15:40 საათზე.

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლით თელავის თავზე დაიშალა 30 მმ-იანი სეტყვის მარცვლების შემცველი ღრუბლები. ასევე დიდი რაოდენობით სეტყვასაშიში ღრუბლები დამუშავდა რაკეტების მომდევნო გასროლის შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ “დელტასგან” დამოუკიდებელი, მაგრამ ობიექტური შეზღუდვების გამო, სროლები მოგვიანებით განხორციელდა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კურდღელაური მაინც დაისეტყვა, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებამ მაქსიმალურად შეამცირა სოფელში სტიქიის ხანგრძლივობა, მოსალოდნელ სეტყვას აარიდა მეზობლად მდებარე სოფლებიც და შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეამცირა სეტყვის შედეგად მოსალოდნელი ზარალი.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი სამსახურები აგრძელებს მუშაობას 24 საათიან რეჟიმში”, – ნთქვამია “დელტას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button