თელავის რ-ნი დაისეტყვა – ხალხს ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ

დღეს საღამოს თელავის რაიონი დაისეტყვა.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ყველაზე მეტად სოფელი კურდღელაური დაზარალდა, სადაც მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები დაეტბორა. დაიხოცა შინაური ფრინველიც.

დაზარალებული მოსახლეობის ნაწლს უკვე შეხვდა თელავის თემის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი.

გამგებელი მოსახლეობას დაპირდა, რომ ჯერ ზარალს დაითვლიან, შემდეგ კი აანაზღაურებენ. ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, “სეტყვის საწინააღმდეგო რადარებმა მუშაობა დღეიდან დაიწყო და ამიტომ ზარალი გაცილებით ნაკლებია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button