ეროვნებით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს თბილისში

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში საკუთარ ავტომობილში დაჭრეს ეროვნებით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი. ის პანკისის ხეობიდან არის.

ზელიმხან ხანგოშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ დროისათვის ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადის, მანამდე კი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ხანგოშვილს ცეცხლი სავარაუდოდ მანქანიდან გაუხსნეს.

მომხდარზე უკვე საუბრობენ მისი ნათესავები. ერთ-ერთი მათგანი, ხასან ხანგოშვილი ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ჩეჩნეთის ომი იყო.

“ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით, შესაძლებელია, მიზანმიმართულად მუშაობენ, ყველას ლიკვიდაცია უნდათ, ვინც ჩეჩნეთის ომში საერთოდ მონაწილებოდა,” – განუცხადა ხასან ხანგოშვილმა “რუსთავი 2”-ს.

ეთნიკურად ქისტი ხანგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებს და ის მოწმის სახით რამდენჯერმე იყო დაკითხული.

მსგავსი პოსტები

Back to top button