ბანკეტზე მიმავალი მოსწავლეები და პედაგოგები დაშავდნენ

გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ავარიაში მოყვნენ. ინფორმაციას გაზეთი “სპექტრი” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანი-ყვარლის გზატკეცილზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი, გზიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად ყვარელში რესტორანში კერძო მანქანებით მიდიოდნენ.

დაშავებულია სამი მოზარდი, ინგლისურის მასწავლებელი კი მძიმე მდგომარეობაში. დაშავებულები გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს, მასწავლებელი კი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.

შსს პრესსამხურის წარმომადგენლის კახეთში შორენა ჯახუას განმარტებით: საქმეს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button