მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ადგილობრივების თქმით ხურჩაში ოკუპანტების მიერ დაკავებული ახალგაზრდა კაცი ნაცემი იყო

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი ნაცემია,ამის შესახებ ადგილორბივები ყვებიან.

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული სამი პირი, მათ შორის ორი ქალი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან,18 იანვარს კომენდანტის საათის დროს დააკავეს და უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტს იქვე ხურჩის ცენტრთან მცხოვრები ადგილობრივები ხედავდნენ. სოფლის მოსახლეობა ამბობს,რომ დაკავება საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 500 მეტრში მოხდა. მათივე,თქმით ახალგაზრდა მამაკაცს ეტყობოდა,რომ ნაცემი იყო. ისინი შველას ითხოვდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ხურჩაში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები იყვნენ.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სუს-მა გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაკავებულები ამჟამად უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button