მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 ათას ლარად ნაყიდი ნარგავები თელავში გახმა

ნარგავები, რომელშიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 22 000 ლარი გადაიხადა, გახმა. მრავალწლოვანი წიწვოვანი ნარგავებისა და სეზონურ ყვავილებისათვის თანხა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა შეასრულა. ნარგავების უდიდესი ნაწილი უკვე გახმა, ხოლო დარგული მცენარეების რაოდენობა კი დაგეგმილზე ბევრად ნაკლებია.

თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, პეტრე ჯავახიშვილის განმარტებით, ნარგავები არ გამხმარა და ინფორმაცია სწორი არ არის.

” მოსაზრება იმის შესახებ რომ ცენტრალურ მოედანზე დარგული ნარგავები არ ირწყვება სიმართლეს არ შეესაბამება. გასული კვირის განმავლობაში მთელს კახეთში და მათ შორის თელავში უხვი ნალექი იყო, ნარგავებს საფრთხე არ ემუქრება, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს და შესაბამის სამუშაოებს ატარებს.”- განაცხადა ჯავახიშვილმა.

გამოყოფილი თანხით, მთლიან მუნიციპალიტეტში, 6 000 ძირი ყვავილი, 490 ძირი მრავალწლიანი ნარგავი და 1 000 ძირი ტუია უნდა დარგულიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button