კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ადვოკატების მტკიცებით ანასტასია შატალოვას საქმეზე დაკავებულებს პოლიციამ სცემა

2 პირს, რომლებიც ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, სამართალდამცავებმა სცემეს, ამის შესახებ ადვოკატები აცხადებენ.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ამ მკვლელობასთან არანაირი საერთო არ ჰქონია.  ის იყენებს დუმილის უფლებას. როგორც ლატარიამ მითხრა, ის ჰყავდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მე-7 განყოფილებაში და პატიმარზე ხდებოდა ზეწოლები. იქაც აყენებდნენ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბრალი აქვს წარდგენილი 260-ე მუხლით, თუმცა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მას არანაირ კითხვას საგამოძიებო ორგანო არ უსვამდა. ანასტასია შატალოვასთან დაკავშირებით უსვამდნენ კითხვებს. ასევე, აჩვენებდნენ რაღაც ვიდეოებს მოკლული ქალბატონის და ეუბნებოდნენ, რომ არის შენი ჩადენილი”, – ამბობს ადვოკატი.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში  სადარბაზოსთან ჩაცხრილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button