აღმოაჩინეს ნარკომოვაჭრეთა 800 მეტრიანი გვირაბი [Photo/Video]
მექსიკის პოლიციამ გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოში ნარკოტიკულ საშუალებათა ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, – გადმოსცემს BBC.
გვირაბის სიგრძე 800 მეტრს, ხოლო სიგანე 10 მეტრს შეადგენს. იგი მექსიკურ ქალაქ ტიჰუანაში იწყება და 4 წლის განმავლობაში, ნარკობარონ ჰოაკინ გუსმანის, მეტსახელად ელ ჩაპოს მიერ გამოიყენება.
პოლიციამ 16 ეჭვმიტანილი დააკავა და 12 ტონა მარიჰუანა ამოიღო.
მექსიკელი ნარკობარონი, ჰოაკინ გუსმანი – ელ ჩაპო ალმოლოია-დე-ჰუარესის ციხიდან 2012 წლის ივლისში გაიქცა და აღნიშნული გვირაბი ააშენა. იგი დღემდე საერთაშორისო ძიებაში იმყოფება.
პოლიციამ ტიჰუანაში კიდევ ერთი გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც დასრულებული არაა და აშშ-ის საზღვარს ვერ გადაკვეთს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21094″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]