“ჰერეთი” და “თბილისი” სოლიდარობას უცხადებს “რუსთავი2”-ს

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის რადიოსადგურები ჰერეთი FM102.8 და თბილისი FM93.5 სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია რუსთავი2-ის თანამშრომლებს.

“მიგვაჩნია,რომ მედიაპლურალიზმი საქართველოსთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომაც იქნა მიღებული თავის დროზე “მასთ ქერის” კანონი.

მიმდინარე პროცესები გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და მეტი სიცხადე იქნას შეტანილი “რუსთავი2″ – ის საქმესთან დაკავშირებით.

გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან გაუთვითცნობიერებელი განცხადებები ერთის მხრივ აღიქმება ამ სამაუწყებლო კომპანიაზე ზეწოლად და ამყარებს საზოგადოების ეჭვს, რომ ბოლო მოვლნები საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით მიმდინარეობს და ორ სუბიექტს შორის დავას სცდება.

მეორეს მხრივ კი სასამართლო ხელისუფლება არ დგას შესაბამის სიმაღლეზე და მიზანმიმართულად არ ცვლის მოსამართლეს აღნიშნულ პროცეზსე, რაც ცალსახად ზიანს აყენებს მედიის მნიშვნელობას და დემკრატიულ პროცესს ქვეყანაში.

საქართველოს კონსტიტუციით და ყველა მოქმედი დებულებით ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და გამოძიებას, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, რადგან მომავალში მსგავსი სიტუაცია (უკანონო თვალთვალი) თავიდან იქნას აცილებული, როგორც მედიის წარმომადგენლებზე, ასევე სხვა პირებზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რადიოსადგურები “ჰერეთი” და “თბილისი” ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button