აღმოსავლეთ ალეპოდან დაჭრილი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა [Photo/Video]

აღმოსავლეთ ალეპოში მდებარე უკანასკნელი ჰოსპიტალის ყველა პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტში განაცხადეს, რომ საავადმყოფოდან დაჭრილი და ავადმყოფი ადამიანები გაიყვანეს.

„აღმოსავლეთ ალეპოს უკანასკნელი ჰოსპიტალი დაცარიელდა. ყველა პაციენტს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ევაკუაცია ჩაუტარდა“, – ნათქვამია წითელი ჯვრის ორგანიზაციის Twitter-ექაუნთზე.

ორგანიზაციის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე მომენტში ქალაქის აღმოსავლეთი რაიონები 25 ათასმა ადამიანმა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ავიადარტყმების შედეგად, რომელიც სირიისა და რუსეთის ავიაციამ განახორციელა, ალეპოში 3 ჰოსპიტალი დაიბობმა და მთლიანად განადგურდა.

aleppo_28_4

მსგავსი პოსტები

Back to top button