მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აგრესია ჟურნალისტის მიმართ არის სისუსტის გამოვლინება-ბადრი ჯაფარიძე

“ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, პოლიტიკოსის ვალდებულებაა აგრესიისგან თავი შეიკავოს.

„პოლიტიკოსს ევალება გამოიჩინოს მოთმინება ნებისმეირი უხერხული კითხვის დასმის შემთხვევაშიც კი – ეს არის ჩევნი ვალდებულება. ჟურნალისტები არ უნდა გვიქმნიდნენ კომფორტს, ჟურნალისტის ამოცანაა, რომ სწორედ კრიტიკული კითხვა დაგისვას, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს მოვითმინოთ და მშვიდად ვუპასუხოთ ჟურნალისტის კითხვას და აგრესიისგან თავი შევიკავოთ, აგრესია ჟურნალისტის მიმართ არის პირველი სისუსტის გამოვლინება პოლიტიკოსის მხრიდან”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ლიდერმა, კახი კალაძემ საკუთარ წარდგენაში, გუშინ 20 ივლისს, მედია ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button