“ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები” – ლექცია-ტრენინგი თელავში

“ინტერნიუსი-საქართველო” კახეთის რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს იწვევს ღონისძიებაზე “ევროპული კაფე”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ლექცია-ტრენინგი თემაზე “ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები”.

ღონისძიება 28 იანვარს, 12:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება თელავში. ღონისძიების მხარდამჭერია თელავის მედია კაფე.

როგორც სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, მონაწილეები შეიძენენ საჯარო თემებზე მსჯელობის და კამათის უნარს, განიხილავენ განათლებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების პრობლემებს, გაეცნობიან საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.

ღონისძიება ტარდება პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში” ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს ინტერნიუს ნეტვორკთან ერთად აშშ მთავრობის დაფინანსებით.

ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

მსგავსი პოსტები

Back to top button