ახალგაზრდული ფორუმი საგარეჯოში

პირველი ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა საგარეჯოში, სადაც დემოკრატიული პროცესების, ღირებულებებისა და არჩევნების შესახებ იმსჯელეს.

ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, მათ შორის ეთნიკურად აზრებაიჯანელმა, ეკომიგრანტმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.

როგორც რადიო “ჰერეთს” ფორუმის ორგანოზატორმა ანა მოსიაშვილმა განუცხადა, ფორუმის მონაწილეები დაყოფილი იყვნენ სამუშაო ჯგუფებში, სამუშაო ჯგუფები შეეხებოდა ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირთა, ეკომიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობას არჩევნებში.

სამუშაო ჯგუფებმა მოამზადეს ამ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების მიმოხილვა და გადაწყვეტის გზები, რომლებიც ასახეს სარეკომენდაციო პაკეტში. რეკომენდაციები კი გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

ფორუმზე მიწვეული იყვნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

ანა მოსიაშვილი_ღონისძების ორგანიზატორი – ნუცა ბასილაშვილი_ფორუმის მონაწილე

მსგავსი პოსტები

Back to top button