ბრიტანეთში ათასობით ჩიტმა ღრუბელი შექმნა [Photo]

ბრიტანულმა გაზეთმა – The Daily Mail შთამბეჭდავი ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კარლაილშია გადაღებული.

სურათებზე ათასობით შოშია ცაში აფრინდა და უზარმაზარი ღრუბელი შექმნა. ინგლისში ეს მოვლენა შემოდგომა-ზამთრის სეზონში, შებინდებისას აღინიშნება, როცა ჰაერის ტემპერატურა ეცემა. შოშიების დიდი რაოდენობით გამოჩენა სიცივის მოახლოების ერთ-ერთი ნიშანია. ჩიტები ცას მიაშურებენ, რათა მტაცებლებისგან თავი დაიცვან და გათბნენ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში შოშიების პოპულაცია, 1970 წლიდან, 66%-ით შემცირდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21427″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button