კონჩიტა უკრაინას სტუმრობს [Photo/video]
ავსტრიელი მომღერალი, თომას ნოივირთი, რომელიც წვერიანი ქალის – კონჩიტა ვურსტის ფსევდონიმითაა ცნობილი, უკრაინას პირველად ესტუმრა.
“ევროვიზია-2014”-ის გამარჯვებულმა მომღერალმა მონაწილეობა პროგრამა “Вечерний квартал”-ის გადაღებაში მიიღო. ვურსტმა კიევის სცენაზე ორი სიმღერა შეასრულა: You Are Unstoppable და Rise Like a Phoenix. უკრაინელმა მსმენელმა ეპატაჟური მომღერალი დიდი ოვაციებით მიიღო.
“ვწუხვარ, რომ კიევის დასათვალიერებლად დრო სულ არ დამრჩა” – განაცხადა კულისებში ტრავესტი-დივამ.
თომას „ტომ“ ნოივირთი (Thomas Neuwirth, დ. 6 ნოემბერი 1988), უფრო მეტად ცნობილი, როგორც დრაგ-ქუინი კონჩიტა ვურსტი (Conchita Wurst) — ავსტრიელი მომღერალი. ვურსტი 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კოპენჰაგენში ავსტრიის სახელით გამოვიდა და სიმღერით „Rise Like a Phoenix“ გაიმარჯვა. იგი ვურსტის როლში ქალის ხმით საუბრობს და მღერის.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21422″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]