კრწანისის ინციდენტს პრეზიდენტი ეხმაურება

კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტს პრეზიდენტი ეხმაურება.

პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს მიიჩნია, რომ დროულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს გამოძიება და ყველა კითხვა, რომელიც დაღუპულის ოჯახის წევრებს და საზოგადოებას გააჩნია კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს.

“გვინდა გამოვეხმაუროთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომხდარის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი.

არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი, ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button