თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაიხსნა

ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზაზე, ავტომანქანების გადაადგილება უკვე შესაძლებელია.
ზამთრის პერიოდში ჩაკეტილი გზის გაწმენდას კომპანია შპს „ენერჯი გრუპი” სამი კვირის განმავლობაში აწარმოებდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, გზაზე შეფერხება არ არის.
,, თუშეთის საავტომობილო გზა გაიხსნა და ომალოდან უკვე შეძლეს ჩამოსვლა. გზაზე არავითარი შეფერხება არ არის და ვფიქრობ არც იქნება. კომპანია „ენერჯი გრუპი“ ზაფხულის განმავლობაში იზრუნებს გზის მოწესრიგებაზე. დიდი იმედი მაქვს, დროულად გახსნილი გზა, პანდემიის პირობების შესაბამისად, ადგილობრივ ტურიზმს მაინც დაეხმარება“, – განაცხადა ქარუმაშვილმა, რადიო ჰერეთთან.
თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, გზის გახსნის ვადამ გადაიწია, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.
ზამთრის განმავლობაში, თუშეთის სოფლებში მუდმივად მუდმივად მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირება, მხოლოდ სასასზღვრო სამსახურის ვერტმფრენით არის შესაძლებელი, რომელიც 2017 წლიდან, ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.
წელს, თუშეთის სოფლებში მუდმივ საცხოვრებლად, 21 ოჯახი იყო დარჩენილი.