მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ყარაფილადან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსი ოკუპანტების მიერ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი 13 მარტს გაიტაცეს და 14 მარტს საღამოს თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. .

ადგილობრივების თქმით, ორივე სოფელ ყარაფილაში ერთ-ერთის ოჯახში ქეიფობდა, სახლიდან გამოსვლის შემდეგ კი დააკავეს.

გათავისუფლების შემდეგ ორივე მათგანი შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

რა ტერიტორიაზე დააკავეს ოკუპანტებმა, სად ჰყავდათ ორი დღის განმავლობაში და რა პირობებში იმყოფებოდნენ, უცნობია. პოლიციის შენობიდან გამოსულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button